aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუციშვილი – როგორ შეიძლება ქონებრივ დეკლარაციაში ვაკეში ბინა გამოგრჩეს, ის საცხოვრებელი 2008 წელს გავყიდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მცდარი ინფორმაციაა, თითქოს, ქონებრივ დეკლარაციაში ბინა არ მიუთითა და ამისთვის დააჯარიმეს.

“იმ წერილში, სადაც ჰონორარებზეა საუბარი, მითითებულია, რომ თითქოს, მე გამომრჩა ბინა ვაკეში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამხელა ბინის გამორჩენა შეუძლებელია. 2008 წლის გაზაფხულზე მაქვს ის ბინა გაყიდული და იმის ჰონორარით მაქვს კომერციული ფართი ნაყიდი, რომელიც დაფიქსირებულია ქონებრივ დეკლარაციაში. ამის გამო დაჯარიმებული არ ვარ და ეს მცდარი ინფორმაციაა. ის ბინა 2008 წელს გავყიდე და ამის საბუთები მაქვს. უბრალოდ, იქ რაღაც შეცდომაა. მე ჩემს სახელს ვუფრთხილდები, შეიძლება ქონებრივ დეკლარაციაში 200 ლარი გამოგრჩეს და ვაკეში ბინა როგორ უნდა გამოგრჩეს?!”, – აცხადებს ხუციშვილი.

ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც 2017 წელს მოხვდნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში.

ეს ანგარიში დეპუტატების არადეკლარირებულ ქონებას, ბიზნესკავშირებსა და დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობას შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ზაზა ხუციშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი ბინა მოსაშვილის ქუჩაზე (170 კვ. მეტრი).

იტვირთბა....