ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზობელ ქვეყანაში (აზერბაიჯანში) ჩატარებული წარმატებული კონცერტი რა სალაპარაკოა, არ მესმის – ხუციშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მის მიერ კონცერტების შედეგად აღებულ ჰონონარებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ ესმის რატომ გახდა ეს სალაპარაკო.

“შემოქმედებითი ჰონორარია 600 დოლარი. რომ ვიზიარებდე კრიტიკოსების პოზიციას, არ ვიმღერებდი. მე ვფიქრობ, გავდივართ მეზობელ ქვეყანაში და ვატარებთ წარმატებულ კონცერტებს, რაც მისასალმებელია და პრობლემა არ არის. გარდა ამისა, ეს თბილისის ჰონორარი რა გახდა ვერ გავიგე. რომ გადაიანგარიშოთ 12 თვეზე და გაყოთ დაკვრების რაოდენობაზე, მიხვდებით, რომ საკმაოდ მოკრძალებული თანხაა, რაზეც კლუბებში ვუკრავ. რა სალაპარაკოა, არ მესმის”, – აცხადებს ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ბაქოსა და თბილისში დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, სიმღერით  დაახლოებით 6 200 ლარი გამოიმუშავა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა; თბილისში კი მას 2 320​ ლარი გადაუხადეს “ჰარდ როკ კაფემ” და ფაბმა “ნალი”.

სხვა ამბები

მიხეილ სააკაშვილი: “გული შემეკუმშა იმით, რაც ვნახე”

newsadmin

“მას ინფორმაცია აქვს იმ ადამიანებისგან ვინც მის ირგვლივ ტრიალებენ და ამ ადამიანებს ნამდვილად არ აწყობთ, რომ მას რეალური სურათი აუსახონ”

newsadmin

არჩილ გამზარდია: “ჭეშმარიტება ღაღადებს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან”

newsadmin

გიგა ბოკერია – „მგონია, რომ ეს შტურმი არც შეწყვეტილა არასდროს”

newsadmin

“ივანიშვილი თვლის რომ საზოგადოების აღქმა აცდენილია რეალობას”

newsadmin

“ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა, გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი”

newsadmin
იტვირთბა....