aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხუციშვილი – კირკიტაძის შემთხვევაში ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა, გეგეშიძის მტკიცებულებები კი არ მაქვს ნანახი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვა გამართლებულია.

ხუციშვილის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმას ადამიანს არ აპატიებენ.

ჩვენ დეპუტატს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძისა და მოჭიდავე რეზო დათუნაშვილის დაპირისპირებისა და კირკიტაძს დაკავების შედარებაც ვთხოვეთ, რაზეც ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს ორი სხვადასხვა ვითარებაა.

“კირკიტაძის შემთხვევაში, ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა და აქ ძალიან დიდი სხვაობაა. რაც შეეხება გეგეშიძის შემთხვევას, მე მტკიცებულებები არ მაქვს ნანახი რა დონისაა. უბრალოდ, მეორე სპორტსმენის პოზიცია მოვისმინე, დათუნაშვილის, რომელიც როგორც მახსოვს, ინტერვიუში პრეტენზიებს არ გამოთქვამდა. ეს დეტალები არის მნიშვნელოვანი. გეთნხმებით, რომ მიდგომა უნდა იყოს ადეკვატური და ერთგვაროვანი. არ შეიძლება სხვადასხვა მიდგომების გამოყენება. თუმცა, ამ შემთხვევაში პოლიციელზე თავდასხმა პოლიტიკურით რომ შეფუთო, ეს მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რა ბრძანებას ასრულებს, რა პოზიციაშია პოლიციელი, მასზე თავდასხმა არის გამორიცხული. ამას ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ. ეს სულ სხვა შემთხვევაა”, – აცხადებს ხუციშვილი.

იტვირთბა....