aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თუ გახარიამ ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ჩაქუჩი, ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას – მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ. “ნაციონალური მოძროაბის” ლიდერი ნიკა მელია “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების.

„კირკიტაძე ამან დააპატიმრა იგივე მოსამართლემ და დაეყრდნო რას, რომ კირკიტაძეზე მიმდინარეობსო სხვა სისხლის სამართლის საქმეო და იქო ერთხელოგირაო შეფარდებული აქვსო და მეორეჯერ გირაოს ხომ ვერ გამოვიყენებო?! აქედან გამომდინარე, უნდა გავუშვათ ციხეშიო. იმ საქმეზე ბატონი კირკიტაძე გამართლდა, შესაბამისად, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი და ნუ ახლა თუ გახარია შემოიპარა უშუალოდ და ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ესე ჩაქუჩი, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი აღმასრულებელი ხელისუფლებათა ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....