ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გონია ივანიშვილს, რომ კიდევ ერთხელ გაუმართლებს და მგლის შიშით, კვლავ აირჩევენ?! – წულაია ლიეჟის ინციდენტზე

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი თავის ქმედებით “ნაციონალებს” აძლიერებს.

“რასაც ვუყურებ, დაიდო დოკუმენტები, რომ ეს ადამიანები ჩაფრინდნენ თბილისიდან და მოაწყვეს იქ სკანდალი. ეს არის მარაზმი. არ ვიცი ამ მეთოდებით როდემდე უნდა იყოს ხელისუფლება ან რატომ ფიქრობ, რომ ასე ბოლომდე შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რატომ არ ფიქრობს, რომ ამით “ნაციონალებს” უფრო აძლიერებს და სხვა პარტიებს არ აძლევს გასაქანს, რატომ გონია რომ კიდევ ერთხელ გაუმართლებს და მგლის შიშით, კვლავ აირჩევენ?! მე წიგნი მივუტანე ბიძინა ივანიშვილს “მატყუარა მწყემსი” და ვუთხარი, რომ გათენდება ერთი მშვენიერი დღე და არ მოვა ხალხი შენს მოსახმარებლად-თქო”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ ლიეჟში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. ადამიანთა ჯგუფი სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა.

სხვა ამბები

მიხეილ სააკაშვილი: “გული შემეკუმშა იმით, რაც ვნახე”

newsadmin

“მას ინფორმაცია აქვს იმ ადამიანებისგან ვინც მის ირგვლივ ტრიალებენ და ამ ადამიანებს ნამდვილად არ აწყობთ, რომ მას რეალური სურათი აუსახონ”

newsadmin

არჩილ გამზარდია: “ჭეშმარიტება ღაღადებს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან”

newsadmin

გიგა ბოკერია – „მგონია, რომ ეს შტურმი არც შეწყვეტილა არასდროს”

newsadmin

“ივანიშვილი თვლის რომ საზოგადოების აღქმა აცდენილია რეალობას”

newsadmin

“ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა, გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი”

newsadmin
იტვირთბა....