aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისი დაბომბილ სტალინგრადს გავს – წულაიამ ორმოები ამოავსო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ორმოები ამოავსო.

როგორც “მეტრონომთან” საუბარში წულაია აცხადებს, როდესაც ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე, მოსახლეობამ თავად უნდა მოაგვაროს პრობლემები.

“ქუთაისი მართლა დაბომბილ სტალინგრადს გავს. გზა არ არსებობს წესიერი, არაფერი არაა, დანგრეულია, ყველგან ორმოებია. გაუვალი და საზიზღარი სიტუაციაა. ალბათ, ამდენი ქუჩიდან 1 ან 2 ქუჩა თუა მოწესრიგებული, სადაც გაივლი და ორმო არ დაგხვდება. მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ მგლის თავზე სახარებას კითხულობდე.

მინდა მოსახლეობას მივმართო, არჩევანის გაკეთება უნდა იცოდნენ და ერთ პარტიას არ აძლევდნენ ხმას, უნდა აბალანსებდნენ პოლიტიკურ სიტუაციასა და პარლამენტს. თუ არადა, უნდა შეგეძლოს მოიქცე ევროპელივით. გუშინ მაგალითი მოვიყვანე გერმანიაში აეროპორტის თანამშრომლები რომ გაიფიცნენ. აღარ მოვყვები საფრნაგეთში რა ხდება. ხელისუფლება უნდა აიძულო საქმე გააკეთოს. თუ არადა, თუ არ გინდა შენი შვილები წუმპეში გაიზარდონ, კეთილი უნდა ინებო და ამოავსო ეს ორმოები. შენ სახლთან ამოავსე, გვერდით ქუჩაზე ამოავსე. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არის უზნეო, როდესაც გეუბნება ტექდათვალიერება გაიარეო. ტექდათვალიერება გასავლელია, მაგრამ გზა არ გივარგა, ყოველ მეორე დღეს მანქანა მიფუჭდება და მე რა ვქნა?!”, – აცხადებს წულაია.

იტვირთბა....