aviabiletebi
მთავარი ციტატა

შვილო, ძალიან იწვალე შენ, ბოდიში, ვერ მოგიარეთ – დოლიძე რუსთავის ტრაგედიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავში 13 წლის ბავშვის სიკვდილი მართლაც საშინელი დიაგნოზია ჩვენი შავი რეალობის: მშობლები გაშორებულები, წასულები სამუშაოდ უცხოეთში, დატოვებული მოხუცი ბაბუის მოსავლელად და ფსიქიურად არასტაბილური ბიძის ამარა. სახელმწიფო ზურგს გაქცევს არაერთხელ, სოციალური სამსახური არ გაკითხავს, სკოლა ხელს არ ანძრევს და ჭკუიდანშერყეულ ბიძას კი უკან აბრუნებს. შვილო, ძალიან იწვალე შენ. ბოდიში. ვერ მოგიარეთ. ღმერთი შენთან. ნათელში იყოს შენი სული”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.

მეზობლების განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ქონდა.

ბრალდებულის მეგობრების განცხადებით, მის ფსიქიატრიულში დატოვებაზე უარი განაცხადეს, რადგან თანხის გადახდას ითხოვდნენ. 

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უარყოფენ ასევე ბრალდებას, რომ მათ პაციენტისგან წინასწარ 3 ათასი ლარი მოითხოვეს.

იტვირთბა....