aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში პოლიციის შენობის წინ მდგომი ფეიბოქსი მოიპარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ მდგომი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ფეიბოქსი ორი დღის წინ ჯერ გაქურდეს, მომდევნო დღეს კი საერთოდ მოიპარეს.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გორში, ვერხვების დასახლებაში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან დაახლოებით 10 მეტრში იდგა.

აღნიშნულ შენობაში გარდა პოლიციისა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური განყოფილებაა განთავსებული.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....