aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ვენესუელის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ვენესუელის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ელიოტ აბამსთან. შეხვედრაზე შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ვენესულეასთან დაკავშირებით ქართული მხარის ქმედებებს, რომელიც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ს წარმომადგენელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ვენესუელელი ხალხისადმი გამოხატული ამ მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო იზიარებს და ქართული მხარის პოზიცია ვენესუუელასთან დაკავშირებით მომავალშიც თანხვედრაში იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების პოზიციასა და ქმედებებთან.

მისი თქმით ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება ვენესუელასი მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საქართველოსა და ვენესუელას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვენესუელას პროგრესულ ძალებთან და გარდამავალი პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ქართული მხარის ინტენსიური კომუნიკაცია.

იტვირთბა....