ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გუაიდო ვენესუელაში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

ხუან გუაიდო ვენესუელაში აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ამის შესახებ „ფრანს პრესზე” დაყრდნობით ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

ხუან გუაიდოს განმარტებით, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ყველა ხერხი უნდა გამოიყენონ.

გუაიდომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენება საკმაოდ დელიკატური საკითხია, თუმცა ვენესუელელი ხალხის გადასარჩენად მათ შესაძლოა, ამ გზის გამოყენებაც დასჭირდეთ.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიბიესთან“ ინტერვიუში ვენესუელაში სამხედრო ჩარევა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ამავე თემაზე: კორნელი კაკაჩია – ვენესუელა უკვე პარალიზებულია, დროის საკითხია თუ როდის ჩამოიშლება მადუროს ხელისუფლება

 

სხვა ამბები

ქუთაისში მეწყერი ჩამოწვა

newsadmin

“ყველამ კარგად ვიცით, გიორგი კვირიკაშვილი გადაყვა ამ საქმეს”

newsadmin

“ბატონ ივანიშვილს ვინმე თუ ჩაეკითხება, იქვე წამოცდება, როგორი ცუდია ხაზარაძე”

newsadmin

სამტრედიის საბავშვო ბაღებს ცხენის ხორცი მიეწოდებოდა

newsadmin

სეს-მა ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები გამოავლინა

newsadmin

“მაკურთხონ ეპისკოპოსად და გავცემ შესაბამის „კურთხევას“”

newsadmin
იტვირთბა....