aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ და ტექნიკურიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გადასვლა, სტუდენტებს შესაძლოა აეკრძალოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელი უნდა იყოს მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, გამორიცხავს სტუდენტის ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან – ტექნიკურზე და ტექნიკურიდან ჰუმანიტარულზე გადასვლას.

„თუ ბავშვი აბარებს ტექნიკური მიმართულებით, მისთვის აუცილებელი უნდა იყოს როგორც მათემატიკის ჩაბარება, ასევე უნივერსიტეტი რასაც მოითხოვს ჩვენგან, რომ უზრუნველვყოთ, რომ ჩააბაროს ის ტექნიკური საგანი, რომელიც უნივერსიტეტს მიაჩნია საჭიროდ. ისევე როგორც, ჰუმანიტარული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ სირცხვილია სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. ასევე, ემატება უნივერსიტეტის არჩევანი დამატებით იმ საგანში, რომელსაც მოითხოვს. ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება აბარებს სამ საგანს, ეს არის: ქართული, უცხო ენა და მათემატიკა. ეს არის მინიმუმი ჩვენი ხედვით და ის საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვეტს, ჩვენ უზრუნველვყოთ რომ ჩავატაროთ ამის გამოცდა. ჰუმანიტარული მიმართულებით, როგორც ვახსენეთ, ეს არის ქართული, უცხო ენა და მინიმუმ ისტორია და ის მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს, რომ გავუძლიეროთ მათ ავტონომია,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

იტვირთბა....