aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნათია მეზვრიშვილი: აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად, დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

“დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს რომ ტელეფონი კი არ მოპარეს არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს რომ ეს იყო ქურდობა – ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას – ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ზრდის ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.

“ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ როგორ 14-18 წლის ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ბუნებრივია ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იტვირთბა....