aviabiletebi
ბლოგები მთავარი პოლიტიკა

შევა თუ არა ივანიშვილი ორჯერ იგივე მდინარეში? (ბლოგი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიუხედავად იმისა, რომ NDI-ს ბოლო გამოკითხვის შედეგებმა „ქართულ ოცნებას“ ოდნავ შვება მოჰგვარა და ამოსუნთქვის საშუალება მისცა, დამშვიდების და თვითკმაყოფილების საფუძველი პარტიას და მის ლიდერს მაინც არ უნდა ჰქონდეთ. რადგანაც ერთია სოციოლოლოგიური გამოკითხვის პასუხები, ხოლო მეორე კი რეალური ცხოვრება, სადაც თითოეული ჩვენგანი თავად ატარებს მინი-გამოკითხვას, ან თავად გახლავთ რესპოდენტი. რეალობა კი გაცილებით მკაცრია და NDI-ს მონაცემებს თუ ყურადღებით ჩავხედავთ, ამ რეალობის ზოგად ტენდენციას მაინც დავინახავთ.

რად ღირს თუნდაც ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით,  სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართლებით ვითარდება. ამას დაუმატეთ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის განუხრელი ვარდნა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის განგაშის ზარი და სასწრაფო ზომების მიღების მოტივი და სტიმული უნდა გახდეს.

ამ სიტუაციის ფონზე, არაერთი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი დაჟინებით სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ მინისტრად დაბრუნებას და მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ მხოლოდ მას შეუძლია ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, კარგი მმართველობის უზრუნველყოფა და ქვეყნაში არსებული მოუგვარებელი პრობლემების მოგვარება.

თუმცა, ეს ხალხი არ ან ვერ განმარტავს დეტალურად და გასაგებად თუ რანაირად უნდა მოახერხოს ივანიშვილმა ეს ყველაფერი? სავსებით ნათელია, რომ მარტო ის ამას ვერ მოახერხებს თუ ამ საქმისათვის შესატყვისი ადამიანური რესურსი არ დაიხმარა.

რა ადამიანური რესურსები სჭირდება ივანიშვილს ამისათვის? საიდან უნდა მოიძიოს? არსებობს კი ქვეყანაში ეს რესურსი? თუ არსებობს, როგორ უნდა ჩაანაცვლოს უმტკივნეულოდ ახალი რესურსით ძველი? ამ და კიდევ ძალიან ბევრ კითხვაზე არ ჩანს მკაფიო პასუხი. მჭახე განცხადებების იქით საქმე არ მიდის, დაახლოებით ისე როგორც „მოსამართლეების საქმეში.“

არადა, ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად დაბრუნება და ოფიციალური თანამდებობის დაკავება შესაძლოა ისედაც მოუწიოს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, მისი სახელი ძირითადად ნეგატიურ „არაფორმალური მმართველობის“ კონტექსტში ტრიალებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების ანგარიშებსა და კვლევებში. ასეთი ტენდენციის შენარჩუნება კი ივანიშვილს არანაირად არ უნდა აწყობდეს, რადგანაც როგორც თავად არაერთხელ აღუნიშნავს ხაზგასმით, ის ყველაზე მეტად საკუთარ საქმიან და პიროვნულ რეპუტაციას უფრთხილდება.

ზაალ ანჯაფარიძე

 

იტვირთბა....