aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიის ხელისუფლებას მარი კოლვინის ოჯახისთვის 302 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სასამართლომ ჟურნალისტ მარი კოლვინის გარდაცვალების გამო, მისი ოჯახისთვის, სირიის ხელისუფლებას 302 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც BBC წერს, კოლვინი ფრანგ ფოტოგრაფ რემი ოშლიკან ერთად 2012 წელს, ქალაქ ჰომსში, მაშინ დაიღუპა, როცა შენობას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

მოსამართლე ემი ბერმანის განცხადებით, ეს “უკანონო მკვლელობა” იყო.

“ჟურნალისტების მკვლელობა პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს ხელს შეუშლის მსოფლიოში მიმდინარე მსგავსი მოვლენების გაშუქებას , – განაცხადა მოსამართლემ.

მარი კოლვინის ოჯახმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონის სასამართლოში 2016 წელს შეიტანა და ხელისუფლება მედიის წარმომადგენლების განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მარი კოლვინის სამიზნედ განზრახ შეარჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასადის მთავრობა საომარ დანაშაულში დამნაშავედ სცნეს, თუმცა მისი პოზიცია მომხდარზე უცნობია.

იტვირთბა....