aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში კაცმა ველოსიპედი მოიპარა, ავარიაში მოყვა და სასწრაფოს მანქანიდან გაიქცა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე , “ბეემვეს” მარკის მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 38 წლის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ველოსიპედის მეპატრონის თქმით მას მეზობელმა ველოსიპედი მოპარა და შემდეგ ავარიაში მოყვა. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, როგორც “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან გაიქცა.

იტვირთბა....