aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არითმოლოგი – საფეხბურთო აკადემიებსა და კლუბებს დეჰიბლირატორი რომ ქონოდათ, რამდენიმე ფეხბურთელის გადარჩენის შანსი იქნებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, საფეხბურთო სკოლები და აკადემიები ან საერთოდ არ არიან აღჭურვილები, ან შეიძლება, თითო-ოროლა იყოს აღჭურვილი ავტომატური გარეგანი დეჰიბრილატორით. ეს არის აპარატი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გადარჩეს ადამიანი უეცარი სიკვდილისგან თუ მსგავსი უეცარი გულის გაჩერება დადგა სპორტული ასპარეზობის დროს, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას საქართველოს გულის რითმის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი პაპიაშვილი აცხადებს.

პაპიაშვილის განცხადებით, აუცილებელია, არამარტო სპორტული არენების, არამედ საზოგადო ადგილების დეჰიბლირატორებით აღჭურვა.

“საზღვარგარეთ ეს ძალიან კარგად შესწავლილი საკითხია და ადამიანებმა იციან, რომ ყველა, არა მარტო სპორტული ღონისძების არენაზე, არამედ ნებისმიერ საზოგადო ადგილზე, კარგად გამოსაჩენ ადგილზე არის ავტომატური გარეგანი დეჰიბლირატორი. ამაზე მიდის მუდმივი საინფორმაციო კამპანია, რომ მოსახლეობას ქონდეს ინფორმაცია. დეჰიბლირატორის გამოყენებისთვის სამედიცინო ცოდნა არაა საჭირო, ეს მარტივია და პრაქტიკულად, ყველა დამსწრე ადამიანს შეუძლია, დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინოს. ვიცით, რომ სპორტული აქტივობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. ამიტომ, სპორტული არენები უნდა აღიჭურვოს ამ აპარატით. საიდან მოხდება ამ თანხების მობილიზება და ვინ აიღებს ამ ყველაფერს საკუთარ თავზე, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამ თემაზე საუბარი უნდა დაიწყოს”, – აცხადებს პაპიაშვილი.

პაპიაშვილის განცხადებით, პრობლემა კომპლექსურია და მისი გადაჭრა აუცილებელია.

“ბოლო წლებში განმავლობაში მე მახსოვს საქართველოში რამდენიმე ფაქტი, როდესაც ფეხბურთელი გარდაიცვალა ვარჯიშის ან თამაშის დროს. პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრის დიაგნოსტიკა არ ხდება თავად სამედიცინო საზოგადოებაშიც კი. არქმევენ რაღაც გაუგებარ ტერმინებს. გაგიგიათ, ალბათ, რომ თრომბით მოკვდა, რომელიც სრულიად გაუმართლებელი ფრაზაა და კაცმა არ იცის თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი. როგორც წესი, ასეთი სიკვდილების 90%-ზე გამოწვეულია გულის უეცარი გაჩერებით, რომელიც თავის მხრივ, არითმიითაა გამოწვეული. შესაბამისად, გადარჩენის შანსი არსებობს თუ დაუყოვნებლივ მოხდება ელექტრული შოკი. შესაბამისად, თუ იქვე ხელმისაწვდომი იქნებოდა დეჰიბლირაცია დიდი შანსია, რომ ასეთ დროს ადამიანი გადარჩეს”, – აცხადებს პაპიაშვილი.

 

იტვირთბა....