პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მეტრონომთან საუბარში NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა.
კვლევის მიხედვით ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 24% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 11% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 3% კი “პატრიოტთა ალიანსს”.
ხუხაშვილის განმარტებით ქართული პარტიები საზოგადოებაში დელეგიტიმიზირებულები არიან.
“კვლევა ნიშნვას იმას, რომ პარტიები, ქართულ საზოგადოებაში დელეგიტიმიზირებულები არიან. ხელისუფლება რომ ძალიან სუსტი ნდობით სარგებლობს ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მთელი პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია. საზოგადოებას პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან, უნდა მისი ცვლა, მაგრამ ვერ პოულობს ვერავის, ვინც ჩაანაცვლებს არსებულ ხელისუფლებას. ეს არის დრამატული მოცემულობა რაც ქვეყანაში გვაქ” – განაცხადა გი ხუხაშვილა “მეტრონომთან” საუბრისას.
“მეტრონომი” ასევე დაინტერესდა, პატრიოტთა ალიანსის 3%-ით, რადგან საპრეზიდეტო არჩევნებში დიდი როლი მათ შეასრულეს.
როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნა “პატრიოტთა ალიანსმა” ითამაშა ძალიან სერიოზული როლი ამომრჩეველთა მობილიზების კუთხით.
“გამიჭირდება კონკრეტულ პროცენტებზე მსჯელობა. საერთო ტენდენციები გასაგებია. ულტრაკონსერვატიულმა ფრთამ, ანუ პატრიოტთა ალიანსმა ამ კონკრეტულ არჩევნებში ითამაშა ძალიან სერიოზული როლი – ამომრჩეველთა, ანუ “ანტიმიშას” მობილიზების კუთხით. არჩევნები მოიგო უფრო ირმა ინაშვილმა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვიმა მისი რესურსით პირველი ტური წააგო, და ირმა ინაშვილის ფაქტორმა განაპირობა მეორე ტურის მოგება” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მეორე, პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა.