aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს” – სალომე ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს.

მისი თქმით, საქართველო პრაქტიკულად, ნატო-ს კართან დგას, რომელიც ღია უნდა იყოს.

„ნატო-ს მხრიდან იყო არანაკლებ პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის. ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კარებთან ვართ, რომელიც ღია უნდა იყოს. თუმცა აქაც რეალიზმი არის საჭირო. ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ მაპს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან მუდმივი უნდა იყოს. იმ დროს როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მხრიდან მზაობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....