ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ…” – ვაკის გამგებლის დაკავებული მოადგილე

ვაკის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჩოჩუამ განაცხადა, რომ ის ამ მდგომარეობის გადამტანი არ არის არც მორალურად და არც ფიზიკურად.

“მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით”, – განაცხადა ჩოჩუამ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა.

“რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი. ამგვარი შეტევები, ზეწოლები ჩემზე წლებია მიმდინარეობს. ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი ვითომ ინვესტორი და მშენებელი მიწყობს მოლაპარაკებას. რამდენი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას ვიჩენდი ჩემი კომპეტენციიისა და უფლებამოსილების ფარგლებში. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ ჩემი დანაშაული არის მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს რეკომენდატორებს. მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით”, – განაცხადა ჩოჩუამ.

სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმაც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდა.

შეგახსენებთ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა დააკავა. მას გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე მის თანამოაზრეობასა და თანამესაქმეობის ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუაა დაკავებული.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....