aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უმრავლესობის სხდომაზე, რატომ უხდიდია ბოდიშებს ირაკლი კობახიძე, ეკა ბესელიასა და ბიძინა გეგიძეს” – ჭიჭინაძე კობახიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მართველი პარტიის ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა გეგიძეს და ეკა ბესელიას ბოდიშები მოუხადა.

“ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, რომ მან თქვას, რა მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე. ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ განმარტოს, თუ რატომ მოუხადა ბოდიში მან თანაგუნდელებს.

“ჟურნალისტებს მინდა მოგიწოდოთ, ერთი ჰკითხეთ, უმრავლესობის სხდომაზე ბოდიშები რატომ ახდევინეს ამ ადამიანს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია მისი ცხოვრების. ადამიანი, რომელიც ბოდიშებს უხდის სათითაოდ თავისი გავლილი ცხოვრების გამო პარლამენტში, უკვე ორი ბოდიში მოიხადა და, ალბათ, კიდევ ბევრს მოიხდის და მაგიტომ გავაკეთე მე განცხადება, რომ საერთოდ, დიდი თმენის ვალდებულება გაგვაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენ შორის იყო დაპირისპირება, რომ ეს ადამიანი არის პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არის საქართველოს სირცხვილი ზოგადად… აი, კობახიძე, ვინც გყავთ ფლიდი და ბოდიშების მხდელი ადამიანი, უვარგისი, უღირსი,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ის სამართალდამცავებს მოუწოდებს მყისიერად გამოიძონ მომხდარი ფაქტი.

იტვირთბა....