aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 175 ლარი შეადგინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა, გასული წლის დეკემბერში, 175 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2018 წელს, საარსებო მინიმუმი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე სექტემბერში იყო და 170 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, დეკემბერში ამ მაჩვენებელმა 293.6 ლარი შეადგინა.

ერთსულიანი ოჯახის შემთხვევაში – 155.0 ლარი;

ორსულიანი ოჯახი – 248.0 ლარი;

სამსულიანი ოჯახი – 279.0 ლარი;

ოთხსულიანი ოჯახი – 310.0 ლარი;

ხუთსულიანი ოჯახი – 348.8 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი – 412.3 ლარი.

 

იტვირთბა....