aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილი: კალაძემ დაგვინდო და მხოლოდ 1541 კუბოს “ზაკაზი” მისცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“1714 კუბო წინასწარ რომ შეუკვეთა თბილისელებისთვის ნარმანიამ ხომ გახსოვთ? კალაძემ დაგვინდო და წინასწარ მხოლოდ 1541 კუბოს “ზაკაზი” მისცა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სამაგიეროდ ცოცხალი ადამიანი, რომ მივა გამგეობაში უსახსრობის და ბიუჯეტის არ არსებობის გამო, მედიკამენტებზე უარს ეტყვიან. მოკვდი ბატონო და უფასოდ დაგმარხავთ მერია – რა ქნას კახიმ მეტი?,- წერს ხაბეიშვილი.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთის მერია სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ტენდერის მეშვეობით, 120 კუბოს შეისყიდის.

როგორც “მეტრონომს” ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ განუცხადა, კუბოები ვეტერანებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვისა და მარტოხელებისთვისაა განკუთვნილი.

 

იტვირთბა....