ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

დღევანდელ პროცესზე 6-მდე მოწმე დაიკითხა. მოწმეთა შორის იყვნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია და მამა, თენგიზ კალანდია.

დ.ღ. ივლისში დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

სხვა ამბები

LIVE: დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

newsadmin

უნდა გავმიჯნოთ – მამუკა ხაზარაძე, როგორც პიროვნება და „თიბისი ბანკი“, როგორც ორგანიზაცია

newsadmin

ილიაუნის პროფესორები ბიზნეს სკოლის სტუდენტების დაანონსებულ შიმშილობას ეხმაურებიან 

newsadmin

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ყოველთვის არის ჩვენს ყველა დღის წესრიგში

newsadmin

საერთშორისო გამჭირვალობა – „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბევრ კითხვას აჩენს

newsadmin

მსგავსი ბაზა არ არსებობს – პროკურატურა ხაზარაძის საერთაშორიო ბაზაში ფულის გამთეთრებლად შეყვანაზე

newsadmin
იტვირთბა....