aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – ფოფხაძე ცქიტიშვილს პასუხობს

„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ეს მე მგონია, რომ არასწორი პოზიციაა. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს,” – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თანაგუნდელ დიმიტრი ცქიტიშვილს, რომლებმაც ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამბოხებულები უწოდა.

იტვირთბა....