aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ძალადობა ქალის მიმართ ელექტროშოკით” – მუხიანში ბრალდებული დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაკავებულია მუხიანში მცხოვრები პირი, რომელიც ქალის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

გამოძიების ინფორმაციით, 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....