aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ არსებობს ზომები, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით” – ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მანქანის მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ, რომ არ არსებობს საჭირო ზომები იმისთის, რომ ასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით.

“იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს”]

მისივე თქმით, მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. “რომ წარადგენენ ბრალდებას, უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს, რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, სასწრაფო, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, სამშენებლო ობიექტის ჯიხურს იმ დროს დაეჯახა, როცა მასში სამუშაობის დასაწყებად მისული მუშები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შემდეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.

იტვირთბა....