aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუკი პირბადეების დეფიციტი შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს მოამარაგებს” – სერგეენკო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალიდან „ტამიფლუს“ მარაგების შევსება დაიწყება როგორც ათიაქებში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება პირბადეებს, დავით სერგეენკოს თქმით, თუკი დეფიციტი შეიქმნება, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს მისი მარაგებიდან დაეხმარება.

„ტამიფლუზე“ ვადასტურებთ, რომ მარაგები საკმარისია და უფრო მეტიც, დღეს, ხვალ დაიწყება ახალი პარტიის შემოსვლა და როგორც აფთიაქები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეავსებენ თავის მარაგებს. ამის არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება პირბადებს, ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ, მაგრამ თუკი ჩვენ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც „ტამიფლუს“ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ აფთიაქებში პირბადეებს ვერ ყიდულობენ და მათ ფარმაცევტები ეუბნებიან, რომ მარაგი ამოეწურათ.

იტვირთბა....