aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაკეში სასწრაფოს დახმარების მანქანა ტროტუარზე მუშებს დაეჯახა – გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებარე ობიექტთან, ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ერთ-ერთი მუშა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

იტვირთბა....