თუ შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლე დაფიქსირება, დაწესებულება დაჯარიმდება - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუ შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლე დაფიქსირება, დაწესებულება დაჯარიმდება

დღეიდან, ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, რომლის შიდა სივრცეებშიც ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება.

8 იანვრიდან ძალაში შედის კანონის ის მუხლიც, რომელიც ასევე, საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს – ამის შესახებ განცხადებას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი” ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე დაწესებულება ჯარიმდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ საფერფლეში ფერფლი ან სიგარეტის ნამწვი აღმოჩნდებოდა.

ამავე თემაზე
იტვირთბა....