aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გრიპი სახუმარო დაავადება არ არის”: ამირან გამყრელიძე გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გრიპით გარდაცვალების მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც მან TVპირველის ეთერში განაცხადა, მოსახლეობას გრიპი, სამწუხაროდ, სახუმარო ჩვეულებრივ გაციებად მიაჩნია.

“გრიპით გარდაცვალების მრავალი მიზეზი არსებობს, მოსახლეობას სამწუხაროდ გრიპი მიაჩნია ჩვეულებრივ გაციებად, გრიპი სახუმარო დაავადება არ არის, მართალია 70-80%-ში მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით, მაგრამ 20-30%-ში ის იწვევს სხვადასხვა სისტემის, პირველ რიგში კი სასუნთქი სისტემის მხრივ,  სერიოზულ გართულებებს და სამწუხაროდ ფატალურს. გრიპის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 250 000-დან 600 00-მდე ადამიანი იღუპება. ეს გახლავთ, საერთო სიკვდილიანობის 0.3 -1%. ხშირად გრიპის ვირუსი თვითონ იწვევს ლეტალურ გამოსავალს, მაგრამ უფრო ხშირად იგი ამძიმებს და ართულებს არსებულ ქრონიკულ დაავადებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....