aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ზოსიმე: სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და ჩვენი ეკლესია გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ახლა თავი შევიკავეთ. იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას. საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერს“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა.

 

იტვირთბა....