aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ბატონი გოკა გვიწუნებდა სასაუბრო ენას”

„ბატონი გოკა გვიწუნებდა სასაუბრო ენას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტები. სამწუხაროდ, იმ ფაშისტურ განცხადებებზე, რომელსაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვისმენდით, არც ერთი განცხადება არ მომისმენია არც ბატონი გოკა გაბაშვილისგან, არც მისი თანაგუნდელებისგან. არ ყოფილა არცერთი ინტერვიუ, სადაც ისინი თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებდნენ, რომ ეს არის ძალიან ცუდი. ბატონო გოკა, მე არ მომისმენია არც თქვენგან, არც თქვენი თანაგუნდელებისგან გამოსულიყავით და გაგეკრიტიკებინათ ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რას კადრულობდნენ და რას საუბრობდნენ. ბატონმა გოკამ ბევრი ისაუბრა, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია და ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმ კარგ გაკეთებულ საქმეებზე, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ და შევძელით ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა არ უნდა გაგვიკვირდეს და ეს არის განსხვავება დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის”, – კახა კალაძე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკრებულოს  სხდომა

იტვირთბა....