aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინისტრი გრიპის სიმპტომებზე საუბრობს – რა დროს მივმართოთ ექიმს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ე.წ. ღორის გრიპზე საუბრისას  განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეპიდემიაზე საუბარი არ არის.

„ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, დღეს აჭარაში გრიპის ვირუსით დღეს 53 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....