aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ”: ცესკოს წევრი ამბობს, რომ “პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი თავმჯდომარეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკოს წევრმა დავით კირთაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომისიის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან ხელისუფლებას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს ფორმალობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

“არანაირი კავშირი დემოკრატიასთან ამას არ აქვს. მივიღე გადაწყვეტილება, აღნიშნულ ფარსში არ მივიღო მონაწილეობა. როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება არ მოუხდენია, არამედ აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი თავმჯდომარეს“, – განაცხადა კირთაძემ.

შეგახსენებთ, ცესკო დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

დღეს ჟვანიამ სავარაუდო გაყალბების კადრებზე განცხადება გააკეთა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდო გაყალბების კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, პროკურატურას გამოძიებისა და რეაგირების მიზნით თავად გადაუგზავნა.

იტვირთბა....