aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ელისო კილაძე გაერთიანებულ ოპოზიციას: “კარვები რომ დადგით რუსთაველზე, ერთი ღამე იმარიაჟეთ კამერებთან…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს და ლიდერებს მიმართავს.

“აბა ახლა კარგად მომისმინეთ გაერთიანებულ ოპოზიციაში – ეს კარვები რომ დადგით რუსთაველზე, ერთი ღამე იმარიაჟეთ კამერებთან და ფეისბუქზე – ცარიელია დღეს. მობრძანდით და მიხედეთ!

იარაღი და ნარკოტიკი რომ “იპოვონ” მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი? მკაფიოდ უთხარით მომხრეებს რას აპირებთ! შვილმოკლული მამების აქციის საორგანიზაციო კომიტეტი პასუხისმგებლობას იხსნის მიტოვებული კარვების უსაფრთხოებაზე”  – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის ინციდენტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას “რუსთაველის გამზირზე” პროტესტისკენ მოუწოდა, სადაც მოქალაქეები კარვებით მივიდნენ და ტროტუარზე გაშალეს. თუმცა, მოგვიანებით მიტინგი გადაიდო და კარვები ადგილზე დარჩა.

იტვირთბა....