aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია დაინიშნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში განაცხადა, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია დაინიშნა, ხოლო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად – დიმიტრი გაბუნია.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად. დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს ათონელის სასახლეში მივიდა და მუშაობას შეუდგა.

იტვირთბა....