aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე, ფრანგულმა პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციის მიერ სტრასბურგში ჩატარებული ოპორაციის შედეგად, სტრასბურგის საშოაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლეს.

უწყების განცხადებით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე ნაციონალური პოლიციის სამმა თანამშრომელმა ქუჩაში საეჭვო ადამიანი შენიშნა და შეაჩერა. თუმცა მამაკაცი მათკენ მიტრიალდა და ცეცხლი გაუხსნა. მინისტრი ამბობს, რომ პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი “გააუვნებელყო”.

ბრალდებული, 29 წლის შერიფ შექათი თავდასხმის დღიდან მიანცხმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ის საფრანგეთსა და გერმანიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანაშაულში იყო ბრალდებული და ციხეში რადიკალი ისლამისტი გახდა.

ფრანგულმა პოლიციამ შექათის ფოტო 13 დეკემბრს გამოაქვეყნა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად მოსახლეობას დახმარება სთხოვა. როგორც სამართალდამცავები აღნიშნავდნენ, ეჭვმიტანილი ძალიან სახიფათო და სასტიკია. ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.

სტრასბურგში შეიარაღებული თავდასხმა 11 დეკემბერს, საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული 29 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ გაიქცა. ბრადებულმა 4 ადამიანი მოკლა, ხოლო 12 – დაჭრა.

პარიზის პროკურორის თქმით, თავდამსხმელი ცეცხლის გახსნამდე “ალაჰ აკბარ”-ს ყვიროდა.

იტვირთბა....