aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მარნეულში, 17 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმს ადანაშაულებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთი თვის წინ გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცის, ემინ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა, მარნეულის სოფელ კაპანახჩში აქცია გამართეს. ისინი ექიმების დასჯას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ემინ ისმაილოვი ავტოავარიაში 4 ნოემბერს რუსთავი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მოყვა. ის ხელის ტრავმით ოჯახის წევრებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანისას მისი შვილი კონტაქტური იყო. ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ ოჯახს განუცხადეს, რომ ბიჭი გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით 17 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ექიმის შეცდომა გახდა.

 

იტვირთბა....