aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ პარლამენტში 80%-მდე უმრავლესობითაა წარმოდგენილი და ამ დისბალანსმა ქვეყანა მიიყვანა იმ პრობლემებამდე, რაც დღეს არის.
როგორც უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი სწორედ დისბალანსია, დარღვეული წონასწორობა მოსახლეობაში არსებულ განწყობებსა და სახელისუფლებო სისტემას შორის.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე, ერთი ხელის მოსმით რატომ ცხადდება, რომ მაჟორიტარული სისტემა ცუდია და მისი შეცვლა საზოგადოებრივი ინტერესია მაშინ, როცა ამ სისტემას დადებითი მხარეებიც აქვს, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური საკითხებით, თეორიითა თუ პრაქტიკით დაინტერესებული ადამიანები საარჩევნო სისტემის თაობაზე ოცდაათი წელია მსჯელობენ.
“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტში, რასაც მე ვუჭერ მხარს, საუბარი იყო რეგიონულ-პროპორციულ წარმომადგენლობაზე, ანუ იმაზე, რომ მაგალითად, თუ დღეს გურიიდან პარლამენტში სამი მაჟორიტარია არჩეული, პროპორციული სისტემით, გურია პარლამენტის ექვს წევრს აირჩევს და სამის ნაცვლად, ექვსი წარმომადგენელი ეყოლება. ეს მოდელი 2024 წლისთვის არ იქნება. 2024 წლის მოდელი ვინც მიიღო, ჩემი კოლეგა, პატივცემული ირაკლი კობახიძე მოიწვიეთ და ჰკითხეთ, რატომ ერთიანი ნაციონალური პროპორციული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არ მიიღო ის მოდელი, რომელსაც უსუფაშვილი უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა, მისი წინადადებაა, 2020 წელსვე ამოქმედდეს მოდელი, რომელიც 2024 წლისთვის არის ნავარაუდევი.
იტვირთბა....