aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის გამო, ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დააკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში, ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის გამო, ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დააკისრა.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა,  ლიეტუვა NATO-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქერჩის სრუტის მოვლენების გამო რუსეთს სანქციები დააკისრა.

მისივე თქმით, ლიტვა უკრაინელ სამხედროებს ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს

“ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიუღიათ არანაირი სანქცია რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ჩვენი, ეროვნული სანქციები ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების პროტესტის ნიშნად. ზოგჯერ არ არის მარტივი, იყო პირველი, როცა საქმე სანქციებს ეხება. მაგალითად, ჩვენ პირად მუქარებს ვიღებთ რუსეთისგან. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მსგავსი მუქარები ბოლო წლები უკრაინაში საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებით, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს გვსურს, მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად თქვენ თვითონ უნდა ააშენოთ საკუთარი ქვეყანა,”- განაცხადა დალია გრიბბაუსკაიტემ.

 

 

იტვირთბა....