ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს – თეთრი ხმაურის მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

თეთრი ხმაურის მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ამბები

“რასაც ოცნებიდან წასულებს ვუსმენ გამოდის, რომ  ნაციონალებმა ჩაუნერგეს ბიძინას მურუსიძე” – ზურაბიშვილი

newsadmin

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

newsadmin

“ივანიშვილს პირისპირ შევხვდი და ვუთხარი, რომ პარტიიდან წასვლის დღეს პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი” – ბესელია

newsadmin

“ღვთის წინაშე ვამბობ, როცა ვიღაცამ გადაწყვიტა მორალური ტერორით გავეჩერებინე, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება” – ბესელია

newsadmin

“როგორც ვიცი გედი ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია” – მდინარაძე

newsadmin

“როდესაც ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე” – კობახიძე მშვენიერაძეს

newsadmin
იტვირთბა....