aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

გუგავა – ელისაშვილი “კავკასიის” ეთერიდან ყელს იბრდღვნიდა ბიძინასათვის,

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლეიბორისტული” პარტიის წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურება.

“მაშველი რგოლი ოცნებისათვის..

მის ქოცურ წარსულს თავი რომ დავანებოთ, როდესაც “კავკასიის” ეთერიდან ყელს იბრდღვნიდა ბიძინასათვის, რის სანაცვლოდაც “შახის ნაჩუქარი ხალათივით” ჯერ შეწყალების კომისიის თავჯდომარეობა და შემდგომ მაჟორიტარობა დაირტყა “მოწყალე” ოლიგარქისგან. თვითმართველობის არჩევნების შემდგომ, როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გაასაჩივრა და გააპროტესტა გაყალბებული არჩევნები ეს “დაუდგრომელი ოპოზიციონერი” პირველი გაიქცა და მიულოცა “გამარჯვება” მაფიოზა კალაძეს. სწორედ ამიტომ აფინანსებდა ოცნების მინისტრი ალავიძე და ამიტომაც გაიყვანეს მეორე ადგილზე.

ახლაც გაუჭირდათ და გამოიძახეს “სტრაჟნიკივით”.
ბიჭმაც გაიგო ფულის გემო და წავიდა მეორე წრეზე”, – წერს გუგავა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....