aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლომ დაგვიდგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ქართულ მხარეს დაუდგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი და საფუძვლიანი იყო. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

„დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია მე-5 მე-3 მუხლზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამოწმებს ხოლმე, მოსამართლემ რამდენად კარგად დაასაბუთა, როდესაც ამა თუ იმ პირს, აღკვეთის ღონისძიებით სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ან გაუგრძელა. აქ საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეს აქვს ვალდებულება, პირს წინასწარი პატიმრობა არა მხოლოდ კანონიერად და სწორად შეუფარდოს, რაც მე-5 პირველი მუხლის საკითხია და აქ, დარღვევა არ დადგინდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მერაბიშვილი უკანონო პატიმარი იქნებოდა, რაც ასე არ ჩაითვალა და არ არის, მაგრამ დადგინდა, რომ იმ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომლის თარიღიც თქვენ ახსენეთ, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სწორად გაუგრძელა, მაგრამ სხდომაზე ზეპირად გამოაცხადა და წერილობით, ან ზეპირად უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ იყო ამის საჭიროება. იყო მოტივაციის პრობლემა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მაშინდელ ბრალდებულ მერაბიშვილს უკანონო ბრალდებულად არ აქცევს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ფრაზა, რომელიც დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არც მიზანშეწონილი და არც აუცილებელი არ არის, საქართველოს მთავრობას ბატონი მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება მოეთხოვოს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაში ასევე წერია, რომ ბატონმა ოთარ კახიძემ, მსჯავრდებულის სახელით, მინისტრთა კომიტეტს ორი-სამჯერ მიმართა და მის გათავისუფლებას ითხოვდა, რომ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ის კი არ ჩაწერილიყო, რომ მთავრობას არ მოეთხოვება, არამედ, პირიქით, ჩაწერილიყო, რომ მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლება დაკისრებოდა.

„ამას სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილ მე-18 მუხლის საქმეებს ადარებდნენ და მთავრობის ერთ-ერთი დამტკიცების დროს, პარლამენტში, გიგა ბოკერია ხმამაღლა ყვიროდა, რომ აგერ ნახეთ, თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მთავრობას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას არ მოსთხოვსო. ეს შეფასება რომ აბსოლუტურად მცდარი იყო, დღეს გაირკვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....