aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ციხელაშვილი – ჩვენი ამოცანაა მავთულხლართები მშვიდობიანად დაიშალოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით, არანაირი სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება, – ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ციხელაშვილის განცხადებით, ქვეყნის ამოცანაა, რომ მავთულხლართებისა და ბარიკადების დაშლა მშვიდობიანად მოხდეს.

„მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ბოლო ინფორმაციით, არანაირი სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს ატოცში ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. როდესაც ჰქონდა მცდელობას ადგილი, მე პირადადაც გახლდით დაუყოვნებლივ ჩასული სოფელ ატოცში, ყველა ჩვენს ხელთარსებული მექანიზმი ავამოქმედეთ, რომ კონკრეტულად იმ მონაკვეთში ეს პროცესი შეჩერებულიყო, თუმცაღა ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე ერთი სანტიმეტრი საქართველოს მიწის არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება ის, რომ მავთულხლართები დაიშალოს. ჩვენი სამუშაო არ დუნდება და მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები. ჩვენ საქმეს ყოველდღიურად ვაკეთებთ ამისთვის და გარწმუნებთ, ნამდვილად არ მოდუნდება საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე ეს ამოცანები არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

იტვირთბა....