aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ინაუგურაციაზე – თელავი, სიმბოლურად, სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება. თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს. თუ პატარა კახზე ვსაუბრობთ, მაშინ ასოციაციები ჩნდება რუსეთთან დადებულ ტრაქტატსა და იმპერიაში ინტეგრაციაზე.იქ ინაუგურაციის გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს და პრინციპში აქეთაც მიდის საქმე”, – განუცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების საკითხის კომენტირებისას.

იტვირთბა....