aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რა გამოდის? ან იარაღით ჩამოფრინდა უკრაინიდან, ან ეგრევე იარაღი იყიდა” – ვინ არის სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს დილით, გამთენიისას ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, რომლის დროსაც  უკრაინელებთან ერთად, ქართველი სამხედრო, ლუკა ჩხეტიაც დააკავეს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“ლუკა ჩხეტია, “დონბასის” მებრძოლი, უკრაინიდან ჩამოფრინდა გუშინ, საბურთალოზე გაჩერდა სასტუმროში, დღეს მიტინგზე უნდა მისულიყო და დააკავეს, ნომერში კი იარაღი “უპოვეს”.
ანუ, რა გამოდის? ან იარაღით ჩამოფრინდა უკრაინიდან, ან ჩამოფრინდა თუ არა, ეგრევე იარაღი იყიდა და სასტუმროში ბალიშის ქვეშ ამოიდო? ხომ არ გაჟრიალებთ თქვენ, ბატონო გახარია?” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელსაც სოციალურ ქსელში ზაზა ბიბილაშვილიც ავრცელებს.

შეგახსენებთ, თბილისში, გამთენიისას, სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული ლიხაურის ქუჩაზე, სადაც უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

იტვირთბა....