aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

მიშა მესხი გვარამიას – გვარამია, რა გიყო, წააგე ძმაო

“გამართლდა ჩემი მოლოდინი, ვულოცავ ქალბატონ სალომეს! ნამდვილად არ მინდოდა ვაშაძის გამარჯვება, მე ესე ვფიქრობდი, რომ ცოტა არეულობას გამოიწვევდა.

გვარამია, რა გიყო, წააგე ძმაო, ვერანაირი ბორბლებში პოლისჯოხის გაყრებით ვერ გაიმარჯვა “რუსთავი 2″-ის პროპაგანდამ, ბოდიში, თქვენი არხია, მაგრამ ეგრე მოხდა.

რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ცუდი პროპაგანდა მიჰყავდათ ქალის მიმართ, – ასე გამოეხმაურა მსახიობი მიშა მესხი “რუსთვი 2-თან” საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლის ხმათა 59.52 პროცენტით იმარჯვებს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშია” უჭერდა, ხმათა 40.48 პროცენტი აქვს.

იტვირთბა....