aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

თარგამაძე – ყველას ვინც 2007 წლის პროტესტებში გულით მონაწილეობდა, სიტყვებისთვის “სულს ამოგხდით”, ბოდიშს ვუხდი

“ამ დღეებში ვუყურებ ქოცების მიერ ორგანიზებულ “პატრიოტთა ალიანსის” აქციების პირდაპირ ტრანსლიაციებს რუსეთის სახელმწიფო არხზე და აი რას ვფიქრობ: ყველას, ვინც 2007 წელს გულით მონაწილეობდა პროტესტებში, ჩემი სიტყვები – “სულს ამოგხდით”, მითუმეტეს, კონტექსტიდან ამოჭრილი, უმრავალჯერადესად ტრანსრილებური, საშინლად მოხვდა ყურში და დაამახსოვრდა. თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი. რაღა თქმა უნდა, ეს სიტყვები მათ არ ეხებოდათ. შეგახსენებთ მთლიან ფრაზას:

“არ გაგივათ ეს რევანში, რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე. ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, ქალაქსაც დავიცავთ და ქვეყანასაც დავიცავთ. სულს ამოგხდით მაგისთვის”.

მე იმ ადამიანებს მივმართავდი, რომლებიც სეჩინსა და ფსბ-ს ექვს გენერალთან ერთად ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან შეტევას აწარმოებდნენ… ეს ვიცი ნამდვილად.

ახლა სხვანაირად ვიტყვი – ჩემი საკუთარი სულის ამოხდამდე ვიბრძოლებ და რუსეთის დროშა არც რუსთაველზე, არც თბილისში, არც საქართველოში არ იფრიალებს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....