aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხაინდრავა – რამდენიმე დღის წინ გამოვიდა სამი არამზადა და განაცხადა, რომ იუსტიციის სახლში იბეჭდება ყალბი პირადობის მოწმობები

“დავით მაღრაძემ ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამ არსებებს არანაირი შეხება სამოქალაქო სექტორთან არ აქვთ, ეს არის დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა სამი არამზადა და განაცხადა, რომ იუსტიციის სახლში იბეჭდება ყალბი პირადობის მოწმობები. თან თქვენ, რომ წყარო გყვავსო. მერე აღმოჩნდა, რომ ის წყარო არ იყო. ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამ დაწესებულებას უდგას სათავეში საქართველოშიც არ იყო. აღარაფერი მიკვირს “რუსთავი 2-გან”. გამიკვირდა ესეთი ტყუილი როგორ თქვეს ამ სამმა არსებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი ნათქვამი ევროკავშირისთვის, სადაც ახალ ფორმატში საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდებობდნენ”, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთვის თეატრში სამოქალაქო მოძრაობის “მე ვიცავ თავისუფლების” მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეკა გიგაურმა (საერთაშორისო გამჭირვალობა), მიხეილ ბენიძემ (სამართლიანი არჩევნები) და ირმა პავლიაშვილმა (საია) რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება.

იტვირთბა....