aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

კობახიძე – მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი, ვაშაძე პირდაპირ ლაპარაკობენ რევოლუციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გადაცემაში “რეაქცია” პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას შს მინისტრის გიორგი გახარიას მსგავსად აქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რევოლუციაზე საუბრობენ.

“მეც მაქვს ინფორმაცია მოსმენების საფუძველზე. ასეთი ინფორმაცია. “რუსთავი 2″-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას. ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე. არანაირი ფარული მოსმენა, არც დაზვერვა და არც კონტრდაზვერვა ამას არ სჭირდება, ისინი პირდაპირ საუბრობენ ამაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....